დასაქმების ფორუმი 2015
9 მარტი 2015
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას დასაქმების სააგენტო ,,ეიჩარის’’ მიერ ორგანიზებულ დასაქმების ყოველწლიურ ფორუმში.
ფორუმის მიზნებია:
• შეხვედრის ორგანიზება დამსაქმებლებსა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს/ 2013-2014 წლების კურსდამთავრებულებს შორის.
• კომპანიებთან თანამშრომლობა მათთვის პერსპექტიული და მოტივირებული კადრების მოძიების მიზნით;
• კომპანიების, როგორც პოტენციური დამსაქმებლის წარდგენა სტუდენთათვის;
• სამსახურის მაძიებლებთან თანამშრომლობა მომავალი დამსაქმებლის შერჩევის მიზნით
