დასაქმების ფორუმი 2024
21 ივნისი 2024
2024 წლის 20 ივნისს, ბათუმში "დასაქმების ფორუმი 2024" გაიმართა, სადაც 75 დამსაქმებელი კომპანია და ორი ათასამდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი.
ფორუმში ბნსუ-მ მიიღო მონაწილეობა და დამსწრეებს არსებული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო.
ფორუმის ფარგლებში, ჩატარდა ლექცია-მასტერკლასი "თვითმოტივაციის როლი კარიერულ განვითარებაში", რომელსაც ბნსუ-ს სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები დაესწრნენ.
აღნიშნული ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩატარდა.
