სიახლეები უკან

დასაქმების ფორუმი ბათუმში

16 ივნისი 2021

200169421_4694580133885870_6269521845028549846_n.jpg

⚓ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი დასაქმების ფორუმზე წარსდგა. ℹ ბნსუ-ს წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობენ პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებს. ✅ ფორუმზე აჭარის რეგიონში არსებული 40 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი ვაკანსიებს წარადგენს. სამუშაო ადგილები სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, კრუინგული, საბანკო სფეროდანაა წარმოდგენილი. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებელები ხვდებიან დამსაქმებლებს, იღებენ ინფორმაციას სასურველი ვაკანსიის თაობაზე და აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია მათთან. ▪ დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში მიმდინარეობს. ? პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.