დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
23 მარტი 2019
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი შეუერთდა. თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2011 წლის 21 მარტიდან აღინიშნება.
ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.
დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში.

