დეა ყოლბაიას საჯარო ლექცია
9 მაისი 2025
2025 წლის 8 მაისს, ბნსუ-ში ექიმპათოლოგანატომისა და მეცნიერების პოპულიზატორის, დეა ყოლბაიას საჯარო ლექცია ჩატარდა, თემაზე: "მჟავას დედოფალი ელევსინიდან, ანუ ნივთიერებები, რომლებიც ცვლიან ტვინს".
როგორ ცვლიან სხვადასხვა ნივთიერებები ჩვენს გონებას, აღქმას და სამყაროს ხედვას? რა იმალება ცნობიერების მიღმა? - ქალბატონმა დეამ დამსწრეები ტვინისა და ცნობიერების იდუმალი კუთხეებისკენ ამოგზაურა.
აღნიშნული ლექცია ბნსუ-ს სტუდენტების ინიციატივით ჩატარდა.
