სიახლეები უკან

დუბროვნიკის მეხუთე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 02.07.2021

3 ივლისი 2021

211039325_173685037994982_1860241345287650137_n.png

 

2021 წლის 2 ივლისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო დუბროვნიკის უნივერსიტეტის (ხორვატია) მიერ ორგანიზებულ მეხუთე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში „გლობალური გამოწვევები, კრიზისის მენეჯმენტი და მდგრადი განვითარება “(5th Dubrovnik International Economic Meeting - DIEM „GLOBAL CHALLENGES, CRISIS MANAGEMENT AND SUSTAINABLE DEVELOPMENT “).

ფორუმზე წარსადგენად ბნსუ-ს პროფესორმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორებთან ერთად მოამზადა სამეცნიერო ნაშრომი თემაზე „ Outsourcing Of Ship Management“, აღნიშნულ თემაზე გაკეთდა მოხსენება ფორუმის შესაბამის სესიაზე.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან ბნსუ-ს პროფესორთან ერთად ნაშრომზე მუშაობდა: ასოცირებული პროფესორი ნანული ჭარბაძე; ასოცირებული პროფესორი ლეილა ხარძინა და მოწვეული მასწავლებელი ნატალია ჯიჯავაძე.

აღნიშნული ფორუმი ხორვატიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით განხორციელდა.