DUGEOR-ის კონსორციუმის შეხვედრა თელავში
2025 წლის 10-11 ივნისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის ერაზმუს+ პროექტ DUGEOR-ის კონსორციუმის მორიგი შეხვედრა.
შეხვედრის პირველ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარადგინა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეებს გააცნო დუალური უმაღლესი განათლების აკრედიტაციის სტანდარტების შექმნის რეკომენდაციები.
ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ პროექტის პარტნიორებს წარუდგინა ხედვა პრაქტიკული კომპონენტის დოკუმენტაციის, შეფასების შაბლონებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების შესახებ.
შეხვედრის მეორე დღე ღია დისკუსიასა და პროექტის ადმინისტრირების საკითხებს დაეთმო.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებისთვის.
