DUGEOR პროექტის მე-6 საკოორდინაციო შეხვედრა
2025 წლის 10 თებერვალს, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა, დაესწრო DUGEOR პროექტის მე-6 საკოორდინაციო შეხვედრას, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები. მთავარ საკითხებს შორის იყო სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2025 წლის აქტივობებს, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება დუალური განათლების პილოტირებაზე ქართულ უნივერსიტეტებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპეციფიკური მოდელების დანერგვა, სასწავლო მასალების შექმნა და კომპანიებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტნიორი ორგანიზაციები სერბეთიდან, ავსტრიდან, გერმანიიდან და საქართველოდან, მათ შორის უნივერსიტეტები, სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები. ასევე განხილულ იქნა ფინანსური ანგარიშგების საკითხები და პროექტის გავრცელებასთან დაკავშირებული აქტივობები.
DUGEOR პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობას.
