ძებნა-გადარჩენის წვრთნები
მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო-საწვრთნელი გემი ,,ელიტა“ მონაწილეობას მიიღებს ,,საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ორგანიზებით ბათუმის საზღვაო აკვატორიაში მოწყობილ ფართომასშტაბიან ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ნაციონალურ წვრთნებში (GEO SAR & OSR EX 2019).
წვრთნების მიზნებია:
• ძებნა-გადარჩენის ოპერაციის ორგანიზება ზღვაში;
• ავარიული გემებისათვის დახმარების გაწევა;
• დაღვრილი ნავთობის შეკავება და შეგროვება ზღვაში;
• სანაპირო ზოლის დაცვა დაღვრილი ნავთობისაგან;
• ოპერაციის მართვის შტაბების (ავარიულ შემთხვევაზე რეაგირების ცენტრი - საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ნავსადგურის კაპიტანი, საქართველოს სამინისტროები, უწყებები, ორგანიზაციები და საზღვაო ნავსადგურები, ტერმინალები) შეთანხმებული მოქმედებების დამუშავება.
წვრთნებს კოორდინაციას გაუწევს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი.
