ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები
3 დეკემბერი 2019

"ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“- კონფერენცია თემაზე მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ჩატარდა.
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის პარტნიორი კი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი იყო.
"საზღვაო ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედება და მისი შედეგები“- კონფერენციაზე მოხსენებით ბნსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი გაბედავა წარსდგა.კონფერენციას, ასევე ესწრებოდნენ ბნსუ-ს სტუდენტები.
ღონისძიებას დაესწრნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო საზღვაო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.

