სიახლეები უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი ბნსუ-ში

24 ივნისი 2018

 

BNSU_MDGRAD_GAN_SAMINISTRO_6.jpg

2018 წლის 24 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი გიორგი ჩერქეზიშვილი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირქტორი, ქალბატონი თამარ იოსელიანი თანმხლებ პირებთან ერთად. სტუმრებმა დაათვალიერეს ბნსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უნივერსიტეტის საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი, ისაუბრეს საზღვაო განათლების პერსპექტივებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის სტუმრებს საზღვაო განათლებაზე განსაკუთრებული ზრუნვისა და დარგის განვითარებისათვის გატარებული კონსტრუქციული სამუშაოებისათვის.