სიახლეები უკან

English Book Education-ის კონფერენცია

8 დეკემბერი 2025

2025 წლის 6 დეკემბერს, ბნუ-ს უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ინგლისური ენის ლექტორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს English Book Education-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. ღონისძიება ახალი სასწავლო ლიტერატურის პრეზენტაციასა და თანამედროვე სასწავლო რესურსების გაცნობას დაეთმო.

კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ინგლისური ენის სწავლების ძირითადი მიმართულებები სხვადასხვა საფეხურისთვის, ახალი სასწავლო ლიტერატურა, ონლაინ პრაქტიკისა და პლატფორმების გამოყენება, აკადემიური მხარდაჭერის მექანიზმები, შეფასებისა და ტესტირების სისტემები.

აღსანიშნავია, რომ ბნუ-ს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე წელია სისტემატურად ესწრებიან მსგავს ღონისძიებებს,  რაც ადასტურებს უნივერსიტეტის მუდმივ ჩართულობას თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებში და ხელს უწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.