English Book Education-ის წარმომადგენლები ბნუ-ს ეწვივნენ
2026 წლის 28 მაისს, ბნუ-ს English Book Education-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და ინგლისური ენის პედაგოგებს ინგლისური ენის სახელმძღვანელოების უახლესი გამოცემები და თანამედროვე სასწავლო რესურსები წარუდგინეს.
შეხვედრისას განხილულ იქნა ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მიდგომები, სწავლების პროცესში ინოვაციური რესურსების გამოყენების მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ბნუ უკვე რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს English Book Education-თან. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგები რეგულარულად მონაწილეობენ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ პროფესიულ ვორქშოპებსა და ტრენინგებში, ხოლო სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება მათი გამოცემული თანამედროვე ინგლისური ენის სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სასწავლო პროცესის მუდმივ განვითარებას, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სტუდენტებისთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობას.
