სიახლეები უკან

ERASMUS+ სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომის წარდგენა

25 მაისი 2022
2022 წლის 25 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში კლაიპედას უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა სამაგისტრო ნაშრომები წარუდგინეს ბნსუ-ს თანასაზოგადოებას.   შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მოახსენა სტუდენტების მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ.   კლაიპედას უნივერსიტეტის სტუდენტებმა: იონას გრინასმა და მოდესტას ვენკუსმა, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტზე გაატარეს. ამ პერიოდში სტუდენტები თავიანთ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდნენ და მათ დახმარებას ბნსუ-ს აკადემიური პერსონალი უწევდა.   იონას გრინასის სამაგისტრო ნაშრომის თემაა“ RESEARCH ON LIQUEFIED NATURAL GAS TERMINAL DEVELOPMENT AT BATUMI SEAPORT“, მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა იყო.   მოდესტას ვენკუსის სამაგისტრო ნაშრომის თემაა „RESEARCH ON THE INSTALLATION OF SCRUBBER TECHNOLOGIES BY ASSESSING CONSTRUCTION CHARACTERISTICS AND OPERATING CONDITIONS“, მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი ბნსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ლევან დავითაძე იყო.   დღევანდელ შეხვედრაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს შესრულებული ნაშრომები, შეხვედრას, ბნსუ-ს წარმომადგენლებთან ერთად, კლაიპედას უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდა. პრეზენტატციების დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატი.   ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გამოხატავს მადლიერებას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიმართ კვლევის პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.   სტუდენტებმა გაზაფხულის სემესტრის საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში განახორციელეს.