სიახლეები უკან

ERASMUS Days 2021 - შეხვედრა ბნსუ-ს სტუდენტებთან 14.10.2021

15 ოქტომბერი 2021

245806703_3041058759503820_722561014981789011_n.jpg

2021 წლის 14, 15 და 16 ოქტომბერს მთელი მსოფლიო ERASMUS დღეებს აღნიშნავს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი უერთდება კამპანიას.

კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ დაიგეგმა ERASMUS + საინფორმაციო შეხვედრების ბნსუ-ს სტუდენტებისთვის და პერსონალისთვის.

კამპანიისფარგლებში2021 წლის 13 ოქტომბერსჩატარდასაინფორმაციოშეხვედრაბნსუ-ს სტუდენტებთან.

შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთოების სამსახურის უფროსმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ERASMUS + გაცვლითი პროგრამების შესახებ და ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე რასაც პროგრამა სთავაზობს ახალგაზრდებს.

ასევე, შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდა ინფრომაცია იმ კონკურსების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ბნსუ ევროპული უსდ-ებთან ერთად გაზაფხულის სემესტრისთვის.

შეხვედრის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატი, სადაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ყველა დასმუსლ კითხვაზე.

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს დაგეგმილია შეხვედრა ბნსუ-ს პერსონალთან.