Erasmus+ ICM-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის კონკურსი სტუდენტებისთვის

სტუდენტთა საყურადღებოდ!
შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს 2021/2022 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus+ ICM-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
შეცინის საზღვაო უნივერსიტეტში გამოცხადებული მობილობის დეტალები:
- აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი;
- მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი;
- პროგრამის დასახელება: საზღვაო ნავიგაცია; გემისმექანიკა;
- სწავლებისენა - ინგლისური;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (გადადით ბმულზე:https://cutt.ly/QmyJHAi);
- CV მოცემულ ფორმატში: EUROPASS CV (გადადით ბმულზე: https://cutt.ly/1myGmS6);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და არააქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნსუ-ს ინგლისური ენის შიდა ინსტიტუციონალური გამოცდა;
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი);
-
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- პირველიკურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ Erasmus+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
არ განიხილება იმსტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არა კმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
- წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად;
- შერჩევის პროცედურა:
წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
შერჩეული კანდიდატების მიერ შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება 20 დეკემბრამდე, 2021;
შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
სტუდენტების საბოლო შერჩევა შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge
