სიახლეები უკან

ERASMUS+ პროექტის "DUGEOR" მონიტორინგის შეხვედრა

15 მარტი 2024
2024 წლის 14-15 მარტს ERASMUS+ პროექტის “დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)” მონიტორინგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბნსუ-ს რექტორის მეორე მოადგილე - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა წარადგინეს ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და იმსჯელეს სამომავლო აქტივობების თაობაზე. პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის 4 უცხოური უნივერსიტეტი (სერბეთი; ავსტრია; გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია. კონსორციუმის წევრია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. შეხვედრის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო.