სიახლეები უკან

ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა პოლონეთში

9 ოქტომბერი 2025

ბნუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „ლოგისტიკა“ სტუდენტი - საბა ცინცაძე, 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლის.

სტუდენტის საერთაშორისო მობილობა ხორციელდება და სრულად ფინანსდება ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.

ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბნუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, სადაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.