სიახლეები უკან

ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა პოლონეთში

17 მარტი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „ლოგისტიკა“ სტუდენტი ელისაბედ ბეგიაშვილი 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლას პოლონეთში აგრძელებს, ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

სტუდენტის საერთაშორისო მობილობა ხორციელდება ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში და სრულად ფინანსდება აღნიშნული პროგრამის მიერ.

ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში რეგულარულად ხორციელდება სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამები.

აღნიშნული მობილობა ხელს უწყობს სტუდენტების საერთაშორისო აკადემიურ გამოცდილებას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას.