სიახლეები უკან

ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა რუმინეთში

4 მარტი 2026

ბნუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტები - ანრი ვარშანიძე და ნიკა სოლომონიძე, 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, რუმინეთის საზღვაო აკადემიაში (Academia Navala "Mircea cel Batran") ისწავლიან.

სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულად ფინანსდება აღნიშნული პროგრამის მიერ.

რუმინეთის საზღვაო აკადემია ბნუ-ს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პერსონალისა დასტუდენტების გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.