სიახლეები უკან

ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა შეცინის უნივერსიტეტში

4 ოქტომბერი 2024

ბნსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტები - ლუკა ირემაძე და ემილ იბრაგიმოვი, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, შეცინის საზღვაო უნივერსიტეტში ისწავლიან.

სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულად ფინანსდება აღნიშნული პროგრამის მიერ.

შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, სადაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.