ERASMUS+ ვიზიტი ბნსუ-ში
2022 წლის 15-19 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები (დიმიტრი მარმურა; ჯერზი ტრიკა) სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გახსნით შეხვედრაზე ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა სტუმრებს და ბნსუ-ს პერსონალს წარუდგინა პრეზენტაცია ბნსუ-ს საქმიანობისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. ამევე, შეხვედრაზე სტუმრებმა წარადგინეს პრეზენტაცია ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდენენ ბნსუ-ს რექტორს ბატონ პარმენ ხვედელიძეს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ცალკე სამუშაო შეხვედრები გამართეს ბნსუ-ს ტექნოლოგიური უზრუნველყოფის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსთან მიხეილ ბარიშნიკოვთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან გიორგი გაბედავასთან. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და დაგეგმეს სამომავლოდ ერთობლივი აქტივობები.
ასევე, სტუმრებისთვის დაიგეგმა კულტურული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა დაათვალიერეს ბათუმის ღირშესანიშნაობები.
ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტმობილობის (Training Purpose) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
