სიახლეები უკან

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

6 აპრილი 2026
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 11 მაისის, 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge შეუძლიათ.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე (ჩვენი კოდია 140):

ბაკალავრიატი

  • საზღვაო ნავიგაცია
  • გემის მექანიკა
  • ლოგისტიკა (180 კრედიტიანი)
მაგისტრატურა
  • სატრანსპორტო ლოგისტიკა
  წელს პირველად, შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე:

პროფესიული
  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია (სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ)
  • გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია (სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ)
  • ადმინისტრაციული სერვისები (1500 ლარი)
- საბაკალავრო პროგრამებთან ერთად, შეგიძლიათ აირჩიოთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ან დარეგისტრირდეთ მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.   - მათ, ვისაც მხოლოდ პროფესიული პროგრამა გაინტერესებთ, რეგისტრირდებით პროგრამის შესაბამის მხოლოდ ერთ საგანში (მათემატიკა, გეოგრაფია ან ფიზიკა).   დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე:   558 40 33 40 514 40 88 40