სიახლეები უკან

EVBB-ის წარმომადგენლის ვიზიტი ბნუ-ში

3 აგვისტო 2025

2025 წლის 1-ელ აგვისტოს, ბნუ-ს სამუშაო ვიზიტით ეწვია პროფესიული განათლების ინსტიტუტების ევროპული ასოციაციის (EVBB – European Association of Institutes for Vocational Training) პროექტების კოორდინატორი. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მიმდინარე პროცესები, თანამშრომლობის არსებული ფორმები და მომავალი გეგმები.

ბნუ-სთვის პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს, რომ გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა და შექმნას ახალი შესაძლებლობები როგორც პროფესიული სტუდენტებისთვის, ასევე პერსონალისთვის.

EVBB-ში გაწევრიანება და ასოციაციასთან მჭიდრო პარტნიორობა ბნუ-ს საშუალებას აძლევს, განავითაროს საერთაშორისო კავშირები, ჩაერთოს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროექტებში და ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.