ევროკავშირის ექსპერტები ბნსუ-ში
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ევროკავშირის ექსპერტები სტუმრობდნენ. ხალიდ ბიშუსა და კაპიტან ბერტრან აპერის ბნსუ-ს კანცლერმა უმასპინძლა. ლალი ხვედელიძემ პარტნიორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა გააცნო.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს დაეხმარებიან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დირექტივების იმლემენტაციასა და საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაში.
პროექტის ხანგრძლოვობა 12 თვეა. მისი განხორციელება ითვალისწინებს გემზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას საქართველოს ნავსადგურებში, ასევე საზღვაო ტრანსპორტის დარგის მდგრად განვითარებას ქვეყანაში.
