ფოლკლორის საღამო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში
17 მაისი 2018

2018 წლის 17 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და ბნსუ-ს სტუდენტები ესწრებოდნენ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამართულ ფოლკლორის საღამოს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. მუზეუმში შედგა ფონდში დაცული მუსიკალური საკრავების გამოფენა, ს. ლეკვეიშვილის წიგნის ,,ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები" პრეზენტაცია,
ხალხური მუსიკის კონცერტი.
