ფოტოგამოფენა ბნსუ-ში
6 ივნისი 2019

"კოლეგები სხვა რაკურსით" - ღონისძიება ბნსუ-ს თავისუფალ სივრცეში გაიმართა. ფოტოგამოფენა საერთაშორისო საწვრთნელი ტრენინგ-ცენტრის კოორდინატორმა მოაწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ინგა რიჩკოვამ საკუთარი ნამუშევრები წარუდგინა. ფოტოები სხვადასხვა თემატიკაზეა შექმნილი.
ინგა რიჩკოვამ ფოტოხელოვნებაზე ისაუბრა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა. ღონისძიება ბნსუ-ს ბიბლიოთეკისა და კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

