გახდი ბნსუ-ს მეგობრული გუნდის წევრი !!!
16 მაისი 2018

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ანაზღაურებად სტაჟირებაზე იწვევს ბნსუ-ს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ჩვენი მეგობრული გუნდის წევრობის აუცილებელი პირობაა: ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე; კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის შესაძლებლობა; და რაც მთავარია სურვილი გახდე ჩვენი გუნდის წევრი. CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: i.lortkipanidze@bntu.edu.ge
