გამომცემლობა „წიგნი+ერი“-ს ვიზიტი ბნსუ-ში
7 ოქტომბერი 2024
2024 წლის 4 ოქტომბერს, გამომცემლობა „წიგნი+ერი“-ს წარმომადგენლები და თანამედროვე ქართველი მწერლები ბნსუ-ს ეწვივნენ. აღნიშნული ვიზიტი გამომცემლობის ტურნეს ფარგლებში შედგა.
სტუმრები ბნსუ-ს სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებსა და პერსონალს შეხვდნენ. გამომცემლობის წარმომადგენელებმა ახალი გამოცემები წარადგინეს, მწერლებმა თავიანთ შემოქმედებასა და საავტორო წიგნებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
