განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა (Expo Georgia)
2012 წლის 23-26 თებერვალს, თბილისში, გამოფენების ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიას’’ მე-11 პავილიონში, გაიმართა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-2 საერთაშორისო გამოფენა. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გამოფენაზე წარსდგა საკუთარი სტენდით. გამოფენის მიზანს შეადგენდა სკოლის მოსწავლეებისათვის და აბიტურიენტებისათვის, სტუდენტებისათვის, ასევე მათი მშობლებისათვის ინფორმაციის მოძიებაში ხელშეწყობა, საგანმანათლებლო სექტორში ახალი ინიციატივების გაჟღერება, უსდ-ების მიერ საქმიანობის პერიოდში დაგროვებული გამოცდილების ურთიერთგაზიარება, საგანმანათლებლო სივრცეში კონტაქტების დამყარება და გაღრმავება.
