სიახლეები უკან

განცხადება გაცვლითი პროგრამების შესახებ 10.01.2021

9 იანვარი 2021

137513154_4228150503862171_5965941879088235951_n.png

? ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) პროგრამაში. ? ბნსუ ERASMUS+ ICM პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნი 10 უნივერსიტეტთან. ? ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პერიოდულად, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ვადების დადგენის შესაბამისად გამოაცხადებს შესარჩევ კონკურსს და კონკურსის მოთხოვნებს. ? გარდა, ERASMUS+ ICM პროგრამისა სტუდენტებსა და პერსონალს მიეწოდება ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნების გრანტებისა და ბნსუ-სა და პარტნიორი უნივერსიტეტების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განსახორციელებელი გაცვლითი პროგრამების შესახებ. ? ასევე, სტუდენტებსა და პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილ კონფერენციებში, ვებინარებსა და საზაფხულო სკოლებში. ‼ თვალი ადევნეთ ბნსუ-ს facebook გვერდსა და ოფიციალურ ვებგვერდს ? www.bntu.edu.ge. ? დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს. ელ-ფოსტა: international@bntu.edu.ge