სიახლეები უკან

სტუდენტების ERASMUS+ ICM რუმინეთის საზღვაო აკადემიაში

7 მარტი 2024
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანამანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტები - ალექსანდრე ბერიძე და ნიკა მელიქიშვილი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რუმინეთის საზღვაო აკადემიაში ისწავლიან. სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულიად დაფინანსებულია აღნიშნული პროგრამის მიერ. რუმინეთის საზღვაო აკადემია ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.