ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის ბათუმში
3 აპრილი 2026
2026 წლის 3 აპრილს, ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, რომელშიც ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კოლეჯის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები სასწავლო გარემოს შესახებ და უპასუხეს დამსწრეების შეკითხვებს.
მონაწილე ახალგაზრდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ბნუ-ს უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
