სიახლეები უკან

ღია კარის დღე ბნსუ-ში

26 აპრილი 2024

2024 წლის 26 აპრილს,  ღია კარის დღეების ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა ზედა განთიადის, განთიადის, ზემო ახალშენის, ახალშენის, მახინჯაურის, ქედქედის და ორთაბათუმისა საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, მისი საგანმანათლებლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბნსუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი - სიმულატორები და სასწავლო-საწვრთნელი აუზი, გაეცნენ მათი მუშაობის ძირითად პრინციპებს.

ბნსუ-სა და პროფესიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის შესახებ. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობა და არსებული შემეცნებით-შემოქმედებითი კლუბები გააცნეს.