ღია კარის დღე ბნუ-ში
2026 წლის 4-5-6 მარტს, ბნუ-ში ღია კარის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ.
მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თავად გამოცადეს გემის მართვის ტექნოლოგიები და ჩაერთნენ ტრენინგ ცენტრის საჩვენებელ სწავლებაში.
ბნუ-სა და პროფესიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, გაცვლითი პროგრამებისა და უნივერსიტეტში სწავლის სხვა უპირატესობებზე. ასევე, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობა და აქტივობები გააცნეს.
