‘ღია კარის დღე’ ელექტროობის პროფესიული სტუდენტებისთვის
15 ივლისი 2024
2024 წლის 15 ივლისს, ბნსუ-ს ელექტროობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის ‘ღია კარის დღე’ გაიმართა.
სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბნსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ასევე, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის შემდგომ სტუდენტებთან ხელშეკრულებები გააფორმდა.
აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
