ღია კარის დღე პროფესიული სტუდენტებისთვის
12 ივლისი 2024
2024 წლის 12 ივლისს, 2024-2025 სასწავლო წლის პროფესიული სტუდენტებისთვის ‘ღია კარის დღე’ გაიმართა.
სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბნსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ასევე, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. გარდა ამისა, მათ მიეწოდათ ინფორმაცია სწავლის პროცესისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართებით. შეხვედრის შემდგომ სტუდენტებთან ხელშეკრულებები გააფორმდა.
ამჟამად, ბნსუ-ში სამი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ისწავლება:
- საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემბანის რიგითი მეზღვაური (მატროსი)
- გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური (მოტორისტი)
- საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა (ელექტრიკოსი)
აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
