სიახლეები უკან

ღია კარის დღე პროფესიული სტუდენტებისთვის

5 სექტემბერი 2025

2025 წლის 04 სექტემბერს, 2025 წლის გაზაფხულის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სწავლის პროცესის შესახებ, დეტალურად გაეცნენ სასწავლო გარემოს თავისებურებებსა და უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს, ლექციებისა და პრაქტიკული კურსების მიმდინარეობას. პროფესიულ სტუდენტებს შეხვდნენ პროგრამის ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული პერსონალის სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც მათთან ერთად განიხილეს სწავლის პროცესის სპეციფიკა და კარიერული განვითარების გზები.

ამჟამად ბნუ-ში მოქმედებს სამი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:

  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია – გემბანის რიგითი მეზღვაური
  • გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია – გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური
  • საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – ელექტროობა

აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ბნუ აგრძელებს პროფესიული სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო გარემოს შექმნასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.