სიახლეები უკან

ღია კარის დღე პროფესიული სტუდენტებისთვის

10 სექტემბერი 2026

2026 წლის 10 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში, 2026 წლის გაზაფხულის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს შეხვდნენ პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის, ადმინისტრაციული პერსონალისა და დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სწავლის პროცესის შესახებ, დეტალურად გაეცნენ სასწავლო გარემოს თავისებურებებს, ლექციებისა და პრაქტიკული კურსების მიმდინარეობას. ხაზი გაესვა დასაქმების პერსპექტივებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც უნივერსიტეტი სტუდენტებს კარიერული განვითარების გზაზე სთავაზობს.