სიახლეები უკან

ღია კარის დღე ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის

10 ოქტომბერი 2024

2024 წლის 9 ოქტომბერს, ბნსუ-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, მისი საგანმანათლებლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბნსუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი - სიმულატორები და სასწავლო-საწვრთნელი აუზი, გაეცნენ მათი მუშაობის ძირითად პრინციპებს.

ბნსუ-ს სტუდენტური სერვისების სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის შესახებ. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობა და არსებული შემეცნებით-შემოქმედებითი კლუბები გააცნეს.

აღნიშნული ვიზიტი ასოციაცია „ათინათის“ ინიციატივით, პროექტ “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ფარგლებში განხორციელდა.