სიახლეები უკან

ღია კარის დღეები: ვიზიტი ბათუმი N16 და N26 საჯარო სკოლებში

20 თებერვალი 2026

2026 წლის 19 თებერვალს, ღია კარის დღეების ფარგლებში, ბნუ-ს წარმომადგენლები ბათუმის N16 და N26 საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და უფროსკლასელებს უნივერსიტეტის სასწავლო შესაძლებლობები გააცნეს.

შეხვედრისას მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბნუ-ს უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, სწავლების ფორმატზე, პრაქტიკულ კომპონენტებსა და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე.

მონაწილეები გაეცნენ საზღვაო პროფესიების სპეციფიკას, დასაქმების პერსპექტივებსა და კარიერული განვითარების გზებს. ასევე, მიიღეს ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრების და არაფორმალური აქტივობების შესახებ, რაც უნივერსიტეტში სწავლას კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებად აქცევს.