სიახლეები უკან

ღია კარის დღეები: ვიზიტი ბათუმის საჯარო სკოლებში

18 თებერვალი 2026

2026 წლის 17 თებერვალს, ღია კარის დღეების ფარგლებში, ბნუ-ს წარმომადგენლები ბათუმის N2 და N8 საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ბნუ-ს უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების სპეციფიკისა და არსებული რესურსების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო პროფესიების შესაძლებლობებსა და კარიერულ პერსპექტივებს.

მოსწავლეები ასევე გაეცნენ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს, სტუდენტურ ცხოვრებას, არაფორმალური აქტივობების მრავალფეროვნებასა და იმ უპირატესობებს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას ახლავს.