ღია კარის დღეები: ვიზიტი ხელვაჩაურის სკოლებში
25 თებერვალი 2026
ბნუ აგრძელებს სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლს.2026 წლის 24 თებერვალს, ღია კარის დღეების ფარგლებში, ბნუ-ს წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უნივერსიტეტის სასწავლო შესაძლებლობები გააცნეს.
შეხვედრისას მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბნუ-ს უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, სწავლების ფორმატზე, პრაქტიკულ კომპონენტებსა და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე.
მონაწილეები გაეცნენ საზღვაო და ლოგისტიკის პროფესიების სპეციფიკას, დასაქმების პერსპექტივებსა და კარიერული განვითარების გზებს. ასევე, მიიღეს ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრების და არაფორმალური აქტივობების შესახებ, რაც უნივერსიტეტში სწავლას კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებად აქცევს.
