ღია კარის დღეები: ვიზიტი ქედის საჯარო სკოლაში
2026 წლის 2 მარტს, ღია კარის დღეების ფარგლებში, ბნუ-ს წარმომადგენლები დაბა ქედას საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული პროგრამების, სწავლების ფორმატის, პრაქტიკული კომპონენტებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო და ლოგისტიკის მიმართულებებს - მათ სპეციფიკას, დასაქმების რეალურ პერსპექტივებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
მოსწავლეები გაიგეს სტუდენტური ცხოვრების, სხვადასხვა კლუბებისა და არაფორმალური აქტივობების შესახებ, რაც უნივერსიტეტში სწავლის პროცესს უფრო მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებად აქცევს.
