სიახლეები უკან

ღია კარის დღეები: ვიზიტი ქობულეთის სკოლებში

27 თებერვალი 2026

2026 წლის 26 თებერვალს, ღია კარის დღეების ფარგლებში, ბნუ-ს წარმომადგენლები ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული პროგრამების, სწავლების ფორმატის, პრაქტიკული კომპონენტებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო და ლოგისტიკის მიმართულებებს - მათ სპეციფიკას, დასაქმების რეალურ პერსპექტივებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.

მოსწავლეები გაიგეს სტუდენტური ცხოვრების, სხვადასხვა კლუბებისა და არაფორმალური აქტივობების შესახებ, რაც უნივერსიტეტში სწავლის პროცესს უფრო მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებად აქცევს.