სიახლეები უკან

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

26 ოქტომბერი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

1. საზღვაო მეცნიერება, მათ შორის:

  • საზღვაო ნავიგაცია - პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 1 ვაკანსია;
  • საზღვაო გეოგრაფია - ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 1 ვაკანსია;
  • ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება - ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით) – 1 ვაკანსია;
  • დარგობრივი მედიცინა - პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 2 ვაკანსია;

2. ბიზნესი და ადმინისტრირება, მათ შორის:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 1 ვაკანსია;
  • ლოგისტიკა - პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 1 ვაკანსია;

3. ისტორია (საქართველოს ისტორია);

  • პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 1 ვაკანსია;

4. პოლიტიკის მეცნიერება:

  • პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 1 ვაკანსია;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვროს საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ”, „ბნუ-ს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის“ და საზღვაო მეცნიერების მიმართულების ვაკანსიების შემთხვევაში - აგრეთვე, საზღვაო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისად. კერძოდ:

  • საზღვაო ნავიგაცია - პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და საზღვაო მეცნიერების დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი მოთხოვნები:  უნდა ფლობდეს საზღვაო მეცნიერებათა სფეროში არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს. გააჩნდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის მქონე გემზე; მათ შორის, 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მართვის დონეზე (კაპიტანი ან კაპიტნის უფროსი თანაშემწე).
  • საზღვაო გეოგრაფია - ასოცირებული პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება - ასოცირებული პროფესორი – პროფესიული ნიშნით შერჩევისთვის - უმაღლესი განათლება, არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და შესაბამის დარგში პროფესიული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი), სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები და საზღვაო მეცნიერების დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი მოთხოვნები: უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:

ა) ფლობდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟს 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის მქონე გემზე; მათ შორის, 12 თვის დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟს მართვის დონეზე (კაპიტანი ან/და კაპიტნის უფროსი თანაშემწე).

ბ) გააჩნდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მათ შორის, 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მართვის დონეზე (უფროსი ან მეორე მექანიკოსი).

გ) ფლობდეს უმაღლესი საზღვაო ან/და უმაღლესი იურიდიული (მათ შორის საზღვაო სამართლის მიმართულებით) განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და გააჩნდეს საზღვაო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ან გემებით საზღვაო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მეთოდებთან და საშუალებებთან დაკავშირებული სწავლის/მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) ფლობდეს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და გააჩნდეს სფეროს ასპექტის შესაბამისი უმაღლესი საგანმანთლებლო კურსების სწავლების არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.

  • დარგობრივი მედიცინა - პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და საზღვაო მეცნიერების დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი მოთხოვნები: უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:

ა) იყოს მოქმედი ექიმი და გააჩნდეს სამედიცინო/სამკურნალო საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 24 (ოცდაოთხი)-თვიანი უწყვეტი სტაჟი;

ბ) ჰქონდეს სამედიცინო საქმიანობის უფლება და გააჩნდეს სამედიცინო/ სამკურნალო საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) - თვიანი სტაჟი ბოლო 10 წლის განმავლობაში;

გ) გააჩნდეს სფეროს ასპექტთან დაკავშირებულ საზღვაო სფეროში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება და ჰქონდეს სამედიცინო საქმიანობის უფლება;

დ) ფლობდეს დიპლომირებული მედიკოსის ან მასთან გათანაბრებულ კვალიფიკაციას და გააჩნდეს სფეროს ასპექტის შესაბამისი უმაღლესი საგანმანთლებლო კურსების სწავლების არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.

  • ბიზნესის ადმინისტრირება - პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება:
  • ლოგისტიკა - პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება:
  • ისტორია (საქართველოს ისტორია) - პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება:
  • პოლიტიკის მეცნიერება - პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება:

კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტები

  • განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი), უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი);
  • წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებისთვის, საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
  • სასწავლო კურსის სილაბუსი (საკონკურსო ვაკანსიის მიმართულებაში);
  • სწავლების კონცეფცია;
  • აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის - აგრეთვე, კვლევის კონცეფცია და ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში შესრულებული სამეცნიერო პუბლიკაცი(ებ)ის/ნაშრომ(ებ)ის ან/და საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობების (მაგ., კონფერენციებში/პროექტებში მონაწილეობის) შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პედაგოგიურ გამოცდილებას;
  • პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის - აგრეთვე, პროფესიული გამოცდილების (სტაჟის და კვალიფიკაციის) დამადასტურებელი დოკუმენტები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პედაგოგიურ გამოცდილებას;
  • შევსებული კონკურსანტის ანკეტა;
  • კონკურსანტის ანკეტაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • კონკურსანტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მას მოეთხოვება ნასამართლობის შესახებ ვალიდური (მოქმედი) ცნობის წარდგენა (მოთხოვნის საფუძველი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). აღნიშნული პირობის შესრულება არაუგვიანეს 2026 წლის 17 დეკემბრისა წარმოადგენს აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის და შრომითი ხელშეკრულების გაფორმების სავალდებულო პირობას.

აკადემიური თანამდებობაზე არჩევის ვადა - კონკურსში გამარჯვებული პირები პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნან 4 წლის ვადით.

 

კონკურსთან დაკავშირებული ვადები:

  • საკონკურსო საბუთების მიღება – 30.11.2026 – 01.12.2026;
  • საკონკურსო კომისიისთვის საბუთების გადაცემა – 02.12.2026;
  • კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების განხილვა და შედეგების გამოცხადება) – 02.12.2026 – 04.12.2026;
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განაცხადების მიღება) – 07.12.2026;
  • I ეტაპის შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და შედეგების კონკურსანტებისთვის შეტყობინება – 08.12.2026;
  • კონკურსის II ეტაპი – 09.12.2026–11.12.2026 - კონკურსის II ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. გასაუბრების ფარგლებში შეფასდება კონკურსანტის პროფესიული და აკადემიური კომპეტენციები და სწავლების კონცეფცია. გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კონკურსანტებს ეცნობებათ კონკურსის I ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ბნუ-ს ოფიციალური ფოსტიდან (info@bnu.edu.ge) შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნით.
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება – 11.12.2026;
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განაცხადების მიღება) – 14.12.2026;
  • საპრეტენზიო განაცხადების განხილვა (საკონკურსო ქულების სისწორის შემოწმება) და გადაწყვეტილების მიღება – 15.12.2026;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება – 16.12.2026. (თუ კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში არ მოხდა კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება, მაშინ წინასწარი შედეგები მიიჩნევა ბნუ-ში ჩატარებული კონკურსის საბოლოო შედეგად);
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა და შრომითი ხელშეკრულებების დადება: არაუგვიანეს 2026 წლის 18 დეკემბრისა.

საკონკურსო საბუთების ან/და საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდება მითითებულ ვადებში, სამუშაო დღეებში (ორშაბათი - პარასკევი), 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: ქ. ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელექტრონული ფორმით ბნუ-სელ.ფოსტაზე: info@bnu.edu.ge.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ბნუ-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს: 

+995 599 53 22 01; lortkipanidze@bnu.edu.ge