პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის
7 ივლისი 2023
2023 წლის 7 ივლისს, სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში“, პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა ბიზნეს სექტორთან და ადგილობრივ სასწავლებლებთან, რომელზეც სადისკუსიო საკითხს წარმოადგენდა პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის.
- ღონისძიებაში, საჯარო და კერძო სექტორის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ირმა ტუნაძემ და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სკოლის კოორდინატორმა თეონა სულაბერიძემ.
- შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებული ვითარების განხილვა და ბიზნეს-სექტორის საჭიროებების მოსმენა კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით.
