გილოცავთ ნიკოლოზობას!
19 დეკემბერი 2016

2016 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მოგზაურთა და მეზღვაურთა მფარველის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, მოეწყო მსვლელობა ბათუმის წმინდა სამების ტაძარში. ბნსუ-ის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა საჩუქრები გადასცეს ტაძართან არსებულ დედათა მონასტერს. 
