გიორგი კეკელიძის ონლაინ საჯარო ლექცია 20.05.2020
20 მაისი 2020

2020 წლის 20 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: „წიგნი და წიგნიერება“ გაიმართა.
ლექცია ჩაატარა მწერალმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, წიგნის მუზეუმის და ეკვილიბრიუმის დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ.
დისტანციური შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული და მას ბნსუ-ს 60-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

