სიახლეები უკან

ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ ღონისძიება 27.01.2021

28 იანვარი 2021
  142919881_4280925165251371_6807626291528878112_o.jpg ? 2021 წლის 27 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებას დაესწრო. ? ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის, მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, ევროპის საბჭოს ოფისის და USAID-ის მიერ და მიზნად ისახავდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენებას, ამ მოვლენის კიდევ ერთხელ გააზრებას და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ დისკუსიის წარმართვას. ? ამასთან, შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება დაეთმო ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრების საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტების გახსენებას.